ექსპერტები: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შესაძლებლობა და სივრცე
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელს, მამუკა არეშიძეს ერთობლივი დიალოგის წარმოება "ცოტა ილუზორულად" ეჩვენება, მაგრამ დიალოგისთვის მომზადება შესაძლებელად მიაჩნია. "შანსიც არსებობს," - აცხადებს მამუკა არეშიძე და დასძენს, რომ "პოლიტიკური თემის აქტივაციის შემთხვევაში რუსეთი იმდენად აქტიურად ჩაერევა, რომ ყველაფერს გააფუჭებს. გარდა ამისა, პოლიტიკურ თემებზე ლაპარაკი მხოლოდ დეფაქტო ხელისუფლების წამროამდგენლებთან შეიძლება, ქვედა რგოლებთან საუბარს აზრი არ აქვს. ამიტომ, სჯობს, ისეთი თემებით დავიწყოთ, რომელში მონაწილეობას ქვედა რგოლებიც მიიღებენ და როცა ნდობა გაჩნდება, მერე ნელ-ნელა დავიწყოთ სხვა თემებზე საუბარი." "ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის" ხელმძღვანელის, ბადრი ნაჭყებიას აზრით, მხოლოდ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგი კონტრპროდუქტიული იქნება, თუ ამ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთი, რომელიც ამ რეგიონებს მართავს. ამ ეტაპზე მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე შეიძლება საუბარი. "სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის" დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი აცხადებს, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია და ეს არის სახელმწიფოთაშორისი ფორმატი. რაც შეეხება სოხუმს და ცხინვალს, "სოხუმს უნდა ელაპარაკონ სოხუმელები და ცხინვალს უნდა ელაპარაკონ ცხინვალელები. ურთიერთობის პირველი დონე უნდა იყოს მათ შორის კომუნიკაცია. ამ რეგიონების სეპარატისტულ რეგიონებად გამოცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიჰუმანურია," - ამბობს ალექსანდრე რუსეცკი. ამ თემაზე ვრცელი მასალა იხილეთ ბლოგზე: https://bondomdzinarashvili.blogspot....
Bondo Mdzinarashvili-ის სხვა ვიდეოები
04:18
ანალიტიკოსები: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის -...
05:09
აფხაზეთი: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შესა...
03:35
ექსპერტები: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შე...
04:33
პოლიტოლოგები: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის -...
05:03
ხურვალეთი: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შეს...
01:32
მოწევა კლავს!
15:00
"ობიექტივის" პასუხი ბოკერიას და კინწურაშვილს
მსგავსი ვიდეოები
ექსპერტები: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შესაძლებლობა...
Bondo Mdzinarashvili
ანალიტიკოსები: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შესაძლებლ...
Bondo Mdzinarashvili
ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამა
Tamara Karelidze
როდის ვიყავით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან ყველა...
JAMnews ქართულად
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PKTV. რა იწვევს გაუთავებელ მეტეოპრობლემებს? გურამ მაქაცარია...
PK TV2
PKTV. ზვიადს ჟიული შარტავა დაუკავშირდა გროზნოში! საქართველოს...
PK TV2
PKTV პრეზიდენტ გამსახურდიას პოლიტიკური საიდუმლო 31 მარტის რ...
PK TV2