„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციების მიმართვა


„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს მოუწოდებენ, შექმნან უსაფრთხო და თავისუფალი გარემო უფლებადამცველებისთვის.

ორგანიზაციის ოფისში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალჩინოსნები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ.

აღნიშნულ განცხადებას ადამიანის უფლებათა სახლების 49 წევრი და პარტნიორი ორგანიზაცია უერთდება. საუბარია პირველ ოქტომბერს 13 ქართული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომელშიც მესამე სექტორი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისზე საუბრობდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ეს გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ წინააღმდეგ ცილისწამების მიზეზი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან