კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ემზარ კვიციანის ინიციატივა ჩავარდა. „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის მიერ შეთავაზებული პროექტი სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულს კრძალავდა და ითვალისწინებდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1500 ლარის ოდენობით. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის განცხადებით, ნიქაბისა და ბურკის აკრძალვა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არ უნდა მოხდეს, თუმცა შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია სახის დაფარვაზე. ჟურნალისტებთან საუბარში იასინ ალიევი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუსლიმები პროტესტით ეგუებიან იმას, რომ ხდება ერთმანეთან ისლამის და ტერორიზმის შედარება. სოფო კილაძის განცხაებით, საკითხზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც სხვადასხვა კონფესიის პრობლემატიკის შესასწავლად შეიქმნება. პროექტში ცვლილებებს არ გამორიცხავს მისი ინიციატორი ემზარ კვიციანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომიტეტის სხდომა - კითხვები ნიუ ვიჟენს
nini
კომიტეტის სხდომაზე მელიას საქმეში არსებულ მოწმეების ვინაობაზ...
TV IMEDI
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ს...
Simon Nozadze
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება...
Parliament of Georgia
საპროცედურო კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა
Maestro Television