კომიტეტის სხდომა
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად ყალიბდება. ცალკე იქმნება კულტურის სამინისტრო. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყოფა და კულტურის კომიტეტი ცალკე შეიქმნება. აღნიშნულ ინიციატივებს პარტია „ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, მხარს არ ეჭერს პარტია „მოქალაქეები“. ალეკო ელისაშვილის თქმით, არ დგას სამინისტროს გაყოფის საჭიროება და ასევე, იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ კულტურის სამინისტროს შექმნა სფეროს უფრო ეფექტური მართვის მიზნით არის განპირობებული. უმრავლესობის განცხადებით, მარტის ბოლოს უკვე შექმნილი იქნება კულტურის სამინისტრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომიტეტის სხდომა - კითხვები ნიუ ვიჟენს
nini
კომიტეტის სხდომაზე მელიას საქმეში არსებულ მოწმეების ვინაობაზ...
TV IMEDI
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ს...
Simon Nozadze
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება...
Parliament of Georgia
საპროცედურო კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა
Maestro Television