ლიმონის პუდინგი - lemon steamed pudding

06/01/2020
Bake With Sophie-ის მიერ

ყველა რეცეპტი ბლოგზე:
https://bakewithsophie.com/
საჭირო ინვენტარი:
4-5 ცალი ინდივიდუალური , სუფლეს საცხობი ფორმა. ე.წ. რემეკინი (Ramekin)
მაღალ გვერდებიანი ჭურჭელი, სადაც მოვათავსებთ სუფლეს
საჭირო ნედლეული:
ლიმონი – 3 დიდი ზომის
კვერცხის ცილა – 5 ც (150 გრ)
კვერცხის გული – 2 ც
შაქარი – 4 ს.კ.
ფქვილი – 1 ს.კ.
მომზადების ტექნოლოგია:
საცხობი ფორმები დავცხიმოთ და მოვაყაროთ შაქარი, ისე, რომ ყველა გვერდი და ძირი დაიფაროს.
ლიმონი გავხეხოთ და გავწუროთ. კვერცხის გულები მოვათავსოთ თასში, დავასხათ ლიმონის წვენი, ცედრა, შაქარი, ფქვილი და გავაერთიანოთ მასა.
ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ გულის მასას, ფრთხილად, ქვედან-ზემოთ მორევით.
გადავიტანოთ ფორმებში და შემდეგ, მაღალ გვერდებიან ჭურჭელში. ჩავუსხათ თბილი წყალი, გადავაკრათ თუნუქის ფურცელი (ფოლგა).
გამოცხობა:
ცხვება 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთი.
თუ ჩვენ უფრო გამომშრალი ბისკვიტი გვინდა, რომელიც კარგად ინარჩნებს ფორმას, გამოვაცხოთ 20 წუთი.
თუ სუფლეს სტრუქტურა გვინდა, მაშნ 12 წუთი ცხვება.
ცხობის შემდეგ, ჩავტოვოთ ღუმელშივე (არ შევეხოთ) სანამ სრულად არ გაგრილდება (3-4 საათი) მე გავაჩერე 1 ღამე.

ვიდეოები „Bake With Sophie"-ისგან