ზაზა ცოტნიაშვილი
ნამდვილი ამბები
მებრძოლის ჩანაწერები 01
დილის 5:00 საათია, კიევისთვის ჩვეული, მაგრამ ქართველი მებრძოლებისთვის უჩვეულო ყინვა ძვალ-რბილში ატანს.
კიევის მცველთა საერთაშორისო რაზმი დავალების შესასრულებლად მიემართება. მტერი გამაგრებულა ქალაქის განაპირას, ულამაზესი ტყიანი სააგარაკე მასივის მიდამოებში, მათი მიზანია რუსული ჯარისთვის დედაქალაქზე შტურმის მხარდაჭერა, სწორედ ამ განზრახვის შეჩერებაა კიევის მცველთა საბრძოლო ამოცანა.
მებრძოლები გულისტკივილით ათვალიერებენ მიდამოს, სადაც ერთ დროს მშვიდი და ლაღი კიევური ცხოვრება ჩქეფდა, გემოვნებით აშენებულ აგარაკებთან ისევ მოჩანს ჯერ გაუძარცვავი მაღალი კლასის ავტომანქანები, ნაჩქარევად გაქცეულ მცხოვრებთა კვალი ჯერ კიდევ შემორჩენილა - სხვადასხვა ნივთები, განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ბავშვის მიტოვებული სათამაშოები, ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი.
რუსულმა სადაზვერვო დანაყოფმა შეამჩნია მოახლოებული საფრთხე და მათ წინააღმდეგ თანამედროვე სამხედრო დროენბი ააფრინა, საიდანაც ხდებოდა დაკვირვება მებრძოლებზე. მალევე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოკუპანტებმა ცეცხლის ნაკადი გაუხსნეს ტყის მიდამოებს, სადაც გამაგრდნენ კიევის მცველები. რუსებმა მიიღეს მძლავრი საპასუხო ცეცხლი, მოხდა არაერთი რუსული საცეცხლე წერტილისა და ჯავშნოსანი მანქანის ლიკვიდაცია.
ოკუპანტებმა ამჯერად მოიერიშე დრონები ააფრინეს, რომელთა ფუნქციაცაა ცოცხალი ძალის განადგურება, დრონებიდან ცვიოდა ბოთლის სიდიდის ნაღმები, რომლებიც ფეთქდებოდა და იშლებოდა ნაწილებად, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა უკრაინულ ცოცხალ ძალას.
უთანასწორო ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა, შეღამებისას ერთმანეთი მოიკითხეს მცველებმა, სამწუხაროდ ორი ქართველი გმირულად შეეწირა ფაშიზმის მორიგ შეტევას თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უკრაინის უკვე სისხლით გაჟღენთილ მიწაზე, ხუთი მძიმედ დაჭრილი აიკიდეს და გამოიყვანეს ცეცხლის ხაზიდან, ვერ აღმოაჩინეს ფრანგი თანამებრძოლი, რომელიც ჯერ დაღუპულად ჩათვალეს, შემდეგ მიიღეს ინფორმაცია, რომ დაჭრილს მკურნალობენ ერთ-ერთ ჰოსპიტალში...
ბრძოლით დაღლილი კიევის მცველები დაუბრუნდნენ თავშესაფარს, რომ მოიშუშონ ჭრილობები, პატივი მიაგონ გმირებს და კვლავ ღირსეულად შეეგებონ მტრის ბოროტ ზრახვებს...
#დიდებაგმირებს
#ზაზაცოტნიაშვილი
#უკრაინისკონფლიქტი
#მებრძოლისჩანაწერები
#ნამდვილიამბები
#StandWithUkraine
18.03.2022, თბილისი, კიევი (ონლაინ)