ძალადობრივი სცენარის და პროვოკაციების საფრთხე
სუს-ი ბრალდებების და კრიტიკის სამიზნე ხდება. უწყების დღევანდელმა განცხადებამ შიდა პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გარშემო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს პროვოკაციებს და ძალადობრივ ქმედებებს ელოდება. უწყება უკრაინაში მებრძოლი ქართველების ჩართულობით უცხოეთიდან დაფინანსებულ დანაშაულებრივ გეგმაზე საუბრობს. სამართალდამცავებისთვის პროვოკაციების მოწყობა, იერიში სპეცრაზმზე, ძალადობრივი ქმედებების პროვოცირება, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, სატრანსპორტო კვანძების პარალიზება - სუს-ი ყველა ამ გეგმის მიზნად ე.წ. მაიდნის მოვლენების განმეორებას აცხადებს და ქაოსის გამოსაწვევად და პროვოცირებისთვის გასროლის ალბათობასაც უშვებს. უსაფრთხოების სამსახურის განცხადების პარალელურად დილიდან ვრცელდება ფარული აუდიო-ჩანაწერები. მასალებში, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის, აქციების ცალკეული ორგანიზატორები და პოლიტიკური აქტორები პროტესტის გამწვავების გზებზე და გეგმებზე საუბრობენ. რეაქციები მწვავეა - ოპოზიცია სუს-ს გადატრიალების მზადების ფაქტებზე დაწყებულ და დაუსრულებელ საქმეებს ახსენებს და შესაძლო დანაშაულებრივი გეგმის მტკიცებულებებს ითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახა საბანაძის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრემლში დაწერილი სცენარით წარმართული ძალადობრივი 5 ივლისი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
#მოამბე 21 საათზე, 8 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი სცენარის კიდევ ერთი ნაწილი...
TV IMEDI
\u0026#039;\u0026#039;ნაციონალური მოძრაობის\u0026#039;\u0026...
PalitraNews
ძალადობრივი აქციისგან განსხვავებით, ლექსო ლაშქარავას სახლთან...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოგლეჯილი დროშა დღეს პარლაემნტის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ძალადობრივი ექსტრემისტების მიერ პროპაგანდის ხელშწყობისთვის ი...
Georgian Center for Strategy and Development GCSD