#მოამბე 21 საათზე, 8 მაისი, 2024 #LIVE

08.05.2024 01:04:15

• „ქართული ოცნება“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლაზე საუბრობს და მონაცემთა ბაზას ქმნის, სადაც მოქალაქეთა ბულინგით, შანტაჟით და მუქარით დაკავებული ადამიანების და მსგავსი ფაქტების მომწონებელთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება - მმართველი გუნდი საზოგადოების მხრიდან მორალური შეფასების საჭიროებას ხედავს, ოპოზიცია კი ინიციატივას რეპრესიებს უწოდებს • სუს-ი პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გეგმა უცხო ქვეყნებიდან ფინანსდება და მთავარი ფიგურანტების მიზანი საქართველოში მაიდნის მოვლენების განმეორებაა - უწყება დესტაბილიზაციის სქემაზე მიუთითებს, რომელშიც CANVAS-ის და აკერმანის სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება; პროტესტის ორგანიზატორთა საუბრის ფარული ჩანაწერები, ძალადობრივი გზავნილები და აქციებზე მოქმედების სტრატეგია • სტრასბურგის სასამართლო ვახტანგ მაისაიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საქმის გამოძიება ხარვეზიანად წარიმართა და მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ 2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში წამება სისტემური, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო; საქმის დეტალები „მოამბეში“ • ქართული რადიოსპექტაკლის წარმატება ბრიტანეთის საერთაშორისო დრამის ფესტივალზე - აფხაზეთის ომის შემდგომი ამბები გვანცა ფიფიას რადიოსპექტაკლში „ნიშნად სიყვარულისა“; ხალხის რჩეულის პრიზი ქართველი სცენარისტის ნამუშევარს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტი რადიოთეატრის პოპულარიზაციის მიზნით ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: