Daily mail-ის სტატია და გამოხმაურება


ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებულები და კავშირში არიან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან , - ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კორონავირუსთან მებრძოლი ინსტიტუტების მონაცემთა ბაზები გატეხეს და ინფორმაცია მოიპარეს. მასალა ბრიტანეთის ათასობით მოქალაქეს უკავშირდება, რომლებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წამლისა და ვაქცინის სამედიცინო ცდებში მონაწილეობს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა, „მეიზმა“ აიღო და რამდენიმე სამედიცინო ჩანაწერი ინტერნეტშიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, ჰაკერების ჯგუფმა ორი მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა. „დეილი მეილის“ ამ ცნობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან.

ბრიტანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან