თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სამი ქართველი თანამედროვე მხატვრის ვახო ბუღაძის, ოლეგ ტიმჩენკოსა და უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. პროექტის სათაურია „Victoria", რომელიც ოლეგ ტიმჩენკოს ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებიდანაა აღებული. სამივე მხატვრის პროექტი განსხვავდება როგორც კონცეფციით, ისე მკვეთრად განსხვავებული ხელწერით. გამოფენაზე წარმოდგენილ 50 მასშტაბურ ტილოს თამამად შეიძლება ეწოდოს სამუზეუმო ექსპონატები. მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული თემატიკისა მხატვრების სურვილი იყო საკუთარი პროექტების ერთდროულად წარდგენა. ვახო ბუღაძე (თბილისის იპოდრომი), ოლეგ ტიმჩენკო (ომი და მშვიდობა), უშანგი ხუმარაშვილი (ტორსები) წარმოადგენენ თანამედროვე ქართულ ფერწერას. ამ პროექტზე მხატვრები თითქმის მთელი წელიწადი მუშაობდნენ. გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი და კომპანია „კავკასუს ონლაინი". http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა
culturegovge culturegovge
თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა
culturegovge culturegovge
თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა
S. J
კორეის თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა
culturegovge culturegovge
ზურაბ ნიჟარაძის დაკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ ესპანელი მხატვრის ნახატები...
culturegovge culturegovge
Vienna Fair 2013
culturegovge culturegovge
Vienna Fair 2013
culturegovge culturegovge