1 ოქტომბერს, 13 :00სთ-ზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ვენის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობასთან - Vienna Fair დაკავშირებით, სადაც საპატიო სტუმარი ქვეყანა წელს პოლონეთთან ერთად საქართველო იქნება. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვენაში ქართული გამოფენის მონაწილეები და კურატორი.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს, Viennafair-ზე ორგანიზებულ ქართულ მიღებას დაესწრება და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, ხოლო 11 ოქტომბერს, ქართულ პავილიონს ფედერალურ პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერებს. 13 ოქტომბერს, გამოფენის დახურვას ვენის თანამედროვე ხელოვნების ფორუმზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.
2013 წელს Vienna Fair - ზე, (10 -13 ოქტომბერი) საქართველო არის საპატიო სტუმარი ქვეყანა პოლონეთთან ერთად. გამოფენის ამ ნაწილს ჰქვია დუეტი, სადაც თითოეული ქვეყანა წარმოადგენს სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა მედიაში მომუშავე თანამედროვე ხელოვანებს. საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობას იღებენ ის ქართველი არტისტებიც, რომლებიც ამჯერად ვენაში ცხოვრობენ და საქმიანობენ..
ვენაში ქართული გამოფენა \"ჩვენი კავკასიონი\" თავისი კონცეფციით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმს „ნატვრის ხეს\" ეხმაურება. გამოფენა მოიცავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრებს, რომლებიც განსხვავებულ მედიაში მუშაობენ - თუმცა როგორც „ნატვრის ხის\" პერსონაჟებს, მათაც ერთი საერთო აქვთ, ისინი ყველანი ერთ „სოფელში\" ცხოვრობენ.
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045