კორეის თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა
19 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა სამხრეთ კორეის თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სამხრეთ კორეელი თანამედროვე მხატვრების სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული 60- ზე მეტი ნამუშევარი. გამოფენა გაგრძელდება 19 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ექსპოზიცია დაიგეგმა 2013 წლის 28 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრ გურამ ოდიშარიასა და სამხრეთ კორეის თანამედროვე გაცვლითი ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩა-საუნგ კუს და პროფესორ დაე ინგ პარკის შეხვედრაზე; განხილულ იქნა კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ქართველი თანამედროვე მხატვრების სამხრეთ კორეაში გამგზავრება და მათი ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება ახლო მომავალში. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - სასწაული ჰანოიში არ შედგა / ეკონომიკური განვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორეის ომი / ჩემი სამყარო
My World / GFSIS
კორეის მოქმედება ფილმები 2017 - შესანიშნავი საბრძოლო ხელოვნე...
David Duncan
კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობის საზეიმო გახსნა
MFA Georgia
კორეის ომი | SAPIENS
Sapiens
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის ვიზიტი
Parliament of Georgia
წარმატებული ქართველი სტუდენტი - კორეაში მიღებული გამოცდილები...
ISPOP
კორეის ნახევარკუნძულის დემილიტარიზებულ ზონაში გამნაღმვითი სა...
PalitraNews