42° პარალელი - სასწაული ჰანოიში არ შედგა / ეკონომიკური განვითარების სირთულეები

02.03.2019 28:34

სასწაული ჰანოიში არ შედგა - ტრამპის და კიმის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულმა შეხვედრამ მოლოდინები ვერ გაამართლა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის შემდგომ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ლი იონ ჰოს განცხადებებიდან ჩანს, რომ პრობლემად იქცა საფასური, რომელიც ჩრდილოეთ კორეელებმა მოითხოვეს იონბიონის ბირთვული ცენტრის დემონტაჟის სანაცვლოდ. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ჰანოიში გამართული სამიტის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სირთულეები - ინტერვიუ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ჰა-ჯუნ ჩანგთან - ცნობილი ეკონომისტი ჰა-ჯუნ ჩანგი, პირველ არხთან ინტერვიუში საუბრობს სინგაპურის განვითარების სასწაულზე და ამსხვრევს საქართველოში დამკვიდრებულ მითს, იმის თაობაზე რომ სინგაპური თავისუფალი ბაზრის მექაა. იგი ასევე გვესაუბრება თუ როგორ აცდა, თანამედროვე ეკონომიკური თეორია რეალობას და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს თავისუფალი ვაჭრობა ცუდი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი არის რამდენიმე მსოფლიო ბესტსელერის ავტორი, მათ შორის: Kicking Away the Ladder (2003), Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism (2008) და 23 Things They Don't Tell You About Capitalism (2012). პროფესორ ჩანგს ტატო ხუნდაძე ესაუბრა. მოლდოვა ნაციონალური იდენტობის ძიებაში - მოლდოვური ელიტების მიერ მოსახლეობისთვის მიმზიდველი ნაციონალური იდენტობის ან ეროვნული იდეის ჩამოყალიბების შეუძლებლობა მოლდოვური სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევად რჩება. ნაციონალური იდენტობის პრობლემა მულტიეთნიკური მოლდოვური საზოგადოების ინტეგრაციის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. თვითონ ეთნიკურად მოლდოვურ უმრავლესობაშიც მოლდოვის ისტორიის, ეროვნული სიმბოლიკების, ღირებულებებისა და ენის მიმართაც აზრთა სხვადასხვაობაა. შოთა თხელიძის სიუჟეტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

42° პარალელი - სასწაული ჰანოიში არ შედგა
04:20

42° პარალელი - სასწაული ჰანოიში არ შედგა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42°პარალელი - სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული
03:49

42°პარალელი - სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი
40:56

42° პარალელი - ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - თურქული ეჭვი გარესამყაროს მიმართ - სევრის სინდრომი / ტრამპის ეკონომიკური...
26:46

42° პარალელი - თურქული ეჭვი გარესამყაროს მიმართ - სევრის სინ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში

42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პარალელში

42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში

42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო