„საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ ესპანელი მხატვრის ნახატების გამოფენა

05/22/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

24 მაისს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყობა ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მოწვეული სტუმრები.
საქართველოს მთავრობის მიწვევით, ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ დალმაუმ ავღანეთში იმოგზაურა, საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იცხოვრა და გაეცნო მათ საქმიანობას. მხატვარმა ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვნა. ავტორის ინიციატივით ნახატები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქრად გადაეცემა.
აუგუსტო ფერერ დალმაუ მსოფლიოში ცნობილი ბატალისტია (საბრძოლო სცენების მხატვარი), სხვადასხვა ომების თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები საყოველთაოდაა ცნობილი. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია ექსპონირებული.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან