კოსტა ხეთაგუროვის ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია
9 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ასევე მწერლები, მთარგმნელები, სამთავრობო და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კრებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივით გამოიცა. წიგნი კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედების პირველი ქართულ-ოსური გამოცემაა. მასში შესულია პოეტის ლექსების ძველი და ახალი თარგმანები. კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნაირა ბეპიევამ, მთავარი რედაქტორი ნინო პოპიაშვილი. კოსტა ხეთაგუროვი (1859-1906) - ოსი პოეტი, მხატვარი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე. მისი პირველი ლექსების კრებული „ოსური ლირა“ 1899 წელს გამოიცა. კოსტა ხეთაგუროვს ეკუთვნის პოემები: „ფატიმა“, „ყუბადი“, „მწყემსად“ და სხვა. მისი თხზულებები თარგმნილია ქართულ და მსოფლიოს სხვა ენებზე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თსუ-ში კოსტა ხეთაგუროვის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა წარმატებულ სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუზა თადტაევა ცხინვალიდან: იქნებ, ერთმანეთთან სიარული შევძლო...
netgazeti ge
კოსტაობა და ოსური სახლი
რადიო თავისუფლება
„კოსტაობა“ სოფელ არეშფერანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Vano Sarajishvili - tenore (1915) [Vinyl Rip]
Lasha Gabunia