თსუ-ში კოსტა ხეთაგუროვის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ

13.10.2018 01:38

კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავს აღნიშნავენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. ღონისძიების პროგრამაშია ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ხეთაგუროვის ძეგლის ყვავილებით შემკობა და ექსკურსია თბილისში. ღონისძიებებში მონაწილეობას  ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიიდან ჩამოსული მეცნიერები იღებენ. პოეტი და პუბლიცისტი კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა. 1899 წელს მან პოეტური კრებული „ოსური ლირა" გამოუშვა, რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: