თსუ-ში ახალი კრებულის, „ლიტერატურული დაბრუნება-2“-ის პრეზენტაცია გაიმართა

09.02.2019 01:13

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კრებულის, სახელწოდებით „ლიტერატურული დაბრუნება-2“-ის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემაში სხვადასხვა თაობის 17-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. სწორედ უნივერსიტეტის მუზეუმში დაცული ისტორიული გეოგრაფიული ატლასი, სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით, გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება სტუდენტური კაპელას კონცერტით დასრულდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: