„კოსტაობა“ სოფელ არეშფერანში

15.10.2018 01:14

სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ გაიმართა დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში.

დღესასწაული გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობასა და დოღში. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ სტუმრები ვლადიკავკაზიდან და ცხინვალიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog