Vano Sarajishvili - tenore (1915) [Vinyl Rip]

11/16/2019
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist
1. დავრდომილი სნეული (ანდრია ყარაშვილი – კონსტანტინე მაყაშვილი) 00:00
2. მხოლოდ შენ ერთს (ხალხური – შალვა დადიანი) 02:48
3. ურმული (ხალხური) 05:32
4. ისევ შენ და ისევ შენ (ანდრია ყარაშვილი – ლ. აბაშიძე) 08:34
5. 'O Sole Mio [„ჩემი ვარსკვლავი“] (ედუარდო დი კაპუა – ჯოვანი კაპურო) 10:42
6. შენ გეტრფი მარად (მელიტონ ბალანჩივაძე – გრიგოლ ვოლსკი) 13:05
7. როდესაც გიცქერ (მელიტონ ბალანჩივაძე – გრიგოლ აბაშიძე) 15:31
8. გენაცვალე (გ. ბონჯოვანი – იოსებ გრიშაშვილი) 18:01

რესტავრატორი: მ. კილოსანიძე;
რედაქტორი: ნ. ჭელიძე;
მხატვარი: ვ. ვორონინი

საარქივო ჩანაწერები: 1915

© 1984 „მელოდია“

Vinyl rip by – ERM0NIA (ლაშა გაბუნია)

ფირფიტაზე არის შეცდომა. კერძოდ მე-6 ბილიკზე დიმიტრი არაყიშვილის და კოსტა ხეთაგუროვის „ჩაიფერფლა განთიადის“ ნაცვლად დატანილია მელიტონ ბალანჩივაძის და გრიგოლ ვოლსკის „შენ გეტრფი მარად“.

„ვანო (ივანე) სარაჯიშვილი დაიბადა 1879 წლის 1 მაისს ქალაქ სიღნაღში. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1888-1895წწ. მღეროდა მოსწავლეთა გუნდში. 1898-1900წწ. იყო ქართული ხალხური გუნდის (ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი. 1903 წელს პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი ა. პანაევა-კარცევასთან. მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა „ტრავიატაში“. პარალელურად, 1906-1908წწ. იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო. 1908 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში. 1910-1920წწ. მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით „საქართველოს ბულბულსაც“ ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. გადაღებულია კინოფილმ „მამის მკვლელში“ (1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია. სარაჯიშვილის სახელი 1947 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას.
[წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის საიტი]