მიხეილ გიორგაძემ „WATCH“-ის გენერალურ მდივანს უმასპინძლა

22.10.2015 01:45

20 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მსოფლიო ასოციაცია „WATCH“-ის გენერალურ მდივანს კლაუდიო ჩიმინოს უმასპინძლა. შეხვედრაზე ისაუბრეს „WATCH“-სა და საქართველოს შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რისკის მართვის გეგმის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. შეხვედრას ასევე დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „WATCH“-ის მხარდაჭერით, 19-20 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრები - მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რისკის მართვის გეგმის შესამუშავებლად. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო