EBRD-ის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია

05/14/2015
Irakli Gharibashvili-ის მიერ

საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესიის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად აფასებს თანამშრომლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის შედეგად, გასულ წელს ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები პრაქტიკულად გაორმაგდა და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა.
„საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე, - სწორედ იმ ძირეული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე, რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის“, - განაცხადა პრემიერმა და ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას რეგიონში შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=5776

ვიდეოები „Irakli Gharibashvili"-ისგან