შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან

02.02.2021 01:34

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით შთამბეჭდავად შეაფასა. გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მან  დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. პრემიერის შეფასებით, EBRD-ის როლი კერძო სექტორის მხარდაჭერაში განსაკუთრებით ხაზგასასმელია. შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც მონაწილეობდნენ, სადაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებსა და პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენაში EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: