15 სექტემბერი, 2012 - აკრძალულ ადგილებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები
09/23/2013
Natia Bersenadze-ის
მიერ
აკრძალულ ადგილებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები
მარნეულის საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებას, საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა\" და „ქრისტიან-დემოკრატები\" უხეშად არღვევენ. აღნიშნული პარტიების სააგიტაციო პლაკატები განკარგულების მიხედვით აკრძალულ ადგილებზეა გაკრული.მარნეულის საკრებულომ აღნიშნული განკარგულება ორი თვეა მიიღო. მას შემდეგ,რაც „ინფო 9\" ამ თემით დაინტერესდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ\" უკანონოდ გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო, თუმცა გადამღებმა ჯგუფმა აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო მასალის გადაღება მაინც შეძლო. „ქრისტიან-დემოკრატების\" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა შავაძის თქმით, ისინი ჯერ გაეცნენ საკრებულოს განკარგულებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს საარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრა.
http://info9.ge/?l=G\u0026m=1000\u0026id=4777