30 სექტემბერი, 2012 - „ქართული ოცნების" მომხრე მამა-შვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შავ სიაში ჰყავს
ქართული ოცნების" მომხრე მამა-შვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შავ სიაში ჰყავს შეყვანილი და მოკვლით ემუქრებიან - სიღნაღი კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების, აკაკი ნანობაშვილისა და ნუკრი მოსულიშვილის განცხადებით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა სცემეს. ნუკრი მოსულიშვილი სოფელ მაჩხაანში ღამით სცემეს, აკაკი ნანობაშვილი კი წნორში-"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან. ორივე დაზარალებული „არქიმედეს კლინიკაში" მოათავსეს. ნანობაშვილი ცემაში სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ჯანელიძეს ადანაშაულებს. ნუკრი მოსულიშვილის მამის, თემურ მოსულიშვილის განცხადებით, მისი შვილი ქვემო მაჩხაანში 8 ადამიანმა უმოწყალოდ სცემა. "ქართული ოცნების" ადვოკატ ვარლამ ხათრიძის განცხადებით, კლინიკის დირექტორმა ნიკოლოზ ყარალაშვილმა და მკურნალმა ექიმმა ზაქარია გზირიშვილმა ადვოკატებს დაუმალეს, რომ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ადვოკატების გარეშე დაიკითხნენ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ და რომ მათ საეჭვო ქმედებებს პროკურატურაში გაასაჩივრებენ. კლინიკის დირექტორის, ნიკოლოზ ყარალაშვილის თქმით, ორივე დაზარალებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. http://info9.ge/?l=G\u0026m=1000\u0026id=6203
Natia Bersenadze-ის სხვა ვიდეოები
01:34
„ნაციონალების" მიერ აგიტაციაში ჩართული ბავშვები -...
09:33
20 ოქტომბერი, 2012, სიღნაღი - ჯარისკაცის დედა შვი...
03:15
10 ნოემბერი, 2012
04:35
21 სექტემბერი, 2012, მარნეული - „ჩაიხანაში" გახსნი...
03:03
ივნისი, 2013 პერფორმანსი - რადიო "თავისუფლების" მე...
03:18
„ნაციონალური“ დახვედრა - ბიძინა ივანიშვილი სიღნაღე...
02:04
15 სექტემბერი, 2012 - აკრძალულ ადგილებზე გაკრული ს...