21 სექტემბერი, 2012, მარნეული - „ჩაიხანაში" გახსნილი საარჩევნო უბანი
„ჩაიხანაში" გახსნილი საარჩევნო უბანი - მარნეული როგორც „ინფო 9"-ის გადამღებ ჯგუფთან საუბრის დროს „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ფუნქციონირებს ჩაიხანა. უბანი იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც საარჩევნო გარემოსთვისაა გათვალისწინებული. როგორც ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, უბანზე კომისიის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.საარჩევნო უბანზე „ინფო 9"-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალეკო გიორგაძე იმდენად გააღიზიანა, რომ კამერის გამორთვა და ჟურნალისტების მიერ ტერიტორიის დატოვება კატეგორიულად მოითხოვა.ასევე დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის 68-ე საარჩევნო უბანზე. ალეკო გიორგაძემ უბანზე კომისიის წევრების არყოფნის მიზეზად ტრენინგი დაასახელა. თუმცა, უბნის კომისიის თავმჯდომარემ ნანა გვაზავამ მისი ნათქვამი უარყო. ვერც ის დაასახელა, სად და როდის ჩაუტარდათ აღნიშნული ტრენინგი კომისიის თანამშრომლებს. ნინო ხარაიშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე სტანდარტების შეუსაბამობა თავისუფლად შეიძლება გახდეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზი. http://info9.ge/?l=G\u0026m=1000\u0026id=5359
Natia Bersenadze-ის სხვა ვიდეოები
01:34
„ნაციონალების" მიერ აგიტაციაში ჩართული ბავშვები -...
09:33
20 ოქტომბერი, 2012, სიღნაღი - ჯარისკაცის დედა შვი...
07:13
30 სექტემბერი, 2012 - „ქართული ოცნების" მომხრე მამ...
03:15
10 ნოემბერი, 2012
03:03
ივნისი, 2013 პერფორმანსი - რადიო "თავისუფლების" მე...
03:18
„ნაციონალური“ დახვედრა - ბიძინა ივანიშვილი სიღნაღე...
02:04
15 სექტემბერი, 2012 - აკრძალულ ადგილებზე გაკრული ს...