ჩვენმა მოკრივეებმა რიო-2016 ლიცენზიები ვერ მოიპოვეს! დავით ვაჭაძე პირად პასუხისმგებლობას თუ გრძნობს?

07/13/2016
Sergo Davlianidze-ის მიერ

Content - ესტაფეტა 21.04.2016 წ. ბოლო ფრაგმენტი. ქართული კრივის ისტორია!
ოლიმპიურ თამაშებში ანუ მსოფლიოს კრივის უმაღლესი ლიგის ტურნირებში დამოუკიდებელ საქართველოდან,1992 წლიდან დღევანდელ დღემდე, მონაწილეობდა 12 თორმეტი ქართველი მოკრივე http://olympteka.ru/olymp/result/by_g...
ესენი არიან ; 1) რამაზ ფალიანი 57კგ.(1992 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი),2) კობა გოგოლაძე 60 კგ.,3) გიორგი კანდელაკი 91 კგ., 4 ) აკაკი კაკაურიძე 75 კგ., 5) ბესიკ ვარძელაშვილი 63,5 კგ., 6 ) თენგიზ მესხაძე 67 კგ., 7) ვლადიმერ ჭანტურია 91 კგ. (2000 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მძიმე წონით კატეგორიაში), 8) თეიმურაზ ხურცილავა 54 კგ.,9) ნიკოლოზ იზორია 51 კგ. და 57 კგ.( ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა ორჯერ 2004 წ.,2008 წ.),10) კონსტანტინე კუპატაძე 57 კგ.,11) კახაბერ ჟვანია 69 კგ.,12 ) მერაბ თურქაძე 56 კგ..
ჩვენმა მოკრივეებმა მოიპოვეს მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი ( რ.ფალიანი, ვ.ჭანტურია ) - სამწუხაროდ ათი მოკრივე დამარცხდა უფრო ადრე სხვადასხვა ეტაპზე!
დააწკაპუნეთ ლინკებზე და იხილეთ საარქივო ორთა ბრძოლების ვიდეო:
http://rutube.ru/video/3f03a7940e7b08...
https://rutube.ru/video/922862b0a09bc...
https://rutube.ru/video/3fa888232c6a7...
http://www.myvideo.ge/?video_id=2188174
https://rutube.ru/video/76706aafbc57e...
http://www.myvideo.ge/?video_id=2022079
http://www.myvideo.ge/?video_id=2103686
ოლიმპიელთა შედეგები :
ა) XXV ოლიმპიური თამაშები. ბარსელონა., ესპანეთი 1992;
1 ) რამაზ ფალიანმა - მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 57 კგ.- მდე წონით კატეგორიაში.
ბ) XXVI ოლიმპიური თამაშები 1996, 20 ივლისი - 4 აგვისტო. ატლანტა, აშშ;
1) კობა გოგოლაძემ - დამარცხდა მესამე წრეში , 2) გიორგი კანდელაკმა მოიგო ორი ბრძოლა და დამარცხდა მესამე წრეში 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონთან,3) აკაკი კაკაურიძემ - დამარცხდა მეორე წრეში ,4 ) ბესიკ ვარძელაშვილმა - დამარცხდა პირველ წრეში , 5 ) თენგიზ მესხაძემ - დამარცხდა პირველ წრეში.
გ) XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, 15 სექტემბერი -1 ოქტომბერი. სიდნეი, ავსტრალია;
1 ) ვლადიმერ ჭანტურიამ - მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მძიმე წონით კატეგორიაში!
2 ) თეიმურაზ ხურცილავამ - დამარცხდა მერვედფინალიში .
დ) XXVIII ოლიმპიური თამაშები 2004, 13 -29 აგვისტო. ათენი, საბერძნეთი;
1 ) ნიკოლოზ იზორიამ - დამარცხდა მერვედფინალში, 2 ) კონსტანტინე კუპატაძემ -დამარცხდა მეორე წრეში.
ე) XXIX ოლიმპიური თამაშები 2008 წლის 8-24 აგვისტო პეკინი, ჩინეთი;
1) ნიკოლოზ იზორიამ - დამარცხდა II წრეში , 2 ) კახაბერ ჟვანიამ - დამარცხდა პირველ წრეში.
ვ) XXX ოლიმპიური თამაშები 2012 წლის 5 ივლისი ლონდონი;
1 ) მერაბ თურქაძემ - ასპარეზობას რინგზე გაუსვლელად გამოეთიშა. მოხდა ისე, რომ წონა ვერ ჩააბარა. სავარაუდოდ 300 გრამით მეტი წონა აღმოაჩნდა, რაც საკმარისი იყო ასპარეზობიდან მოსაკვეთად!
ქართველმა მოკრივეებმა; 1 ) რამაზ ფალიანმა და 2 ) აკაკი კაკაურიძემ ( აკიმ კულოგლუ ) - 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაში - მონაწილეობდნენ თურქეთის სახელით.რამაზი ფალიანი არის სამი ოლიმპიადის მონაწილე ! ასპარეზობდა ; 1) 1992 წ. ბარსელონაში - საქართველოს სახელით - СНГ-ს გუნდი , 2) 1996 წ. ატლანტაში - რუსეთის გუნდი, 3 ) 2000 წ. სიდნეიში - თურქეთის გუნდი. რ.ფალიანი არის 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი!
ცნობისთვის! კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, დავით კვაჭაძემ,მაგრამ მხოლოდ სსრკ-ის დროს,სსრკ-ის გუნდის სახელით,ასპარეზობდა მოსკოვის XXII ოლიმპიურ თამაშებში (1980 წ.19 ივლისი -3 აგვისტო) და დამარცხდა მეორე წრეში.
მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს და თამაშებში მონაწილეობა არ მიიღეს 65 სახელმწიფომ, მათ შორის ; ამერიკის შშ,კანადამ,თურქეთმა,იაპონიამ,ჩინეთმა,გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ,იტალიამ, ბრიტანეთმა და სხვა.
საგანგაშოა ის, რომ საქართველოს კრივი დღეს არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში! სამწუხაროდ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ, უკვე ოთხი წელი, ჩვენი ასაკობრივი ეროვნული ნაკრები სათანადო სიმაღლეზე ვერ დგას და რიოს 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებს!
საქართველომ კრივში ვერ მოიპოვა ვერც ერთი ოლიმპიური ლიცენზია - პირველად დამოუკიდებელი ქართული კრივის ისტორიაში!
ვინ აგებს პასუხს ამ ფაქტთან დაკავშირებით???
ძალიან საინტერესოა კრივის ფედერაციის ხელმძღვანელების,მთავარი მწვრთნელების; დავით წიკლაურის და შალვა დუნდუას აზრი \"რუსთავი 2\"-ს პირდაპირ ეთერში http://rustavi2.com/ka/video/17203?v=2 ჩემი პირადი აზრით მიუღებლად მიმაჩნია დავით კვაჭაძის მიერ საკუთარი თავის მართლება და მაკვირვებს მისი უცნაური, ემოციური, ისტორიული - პოლიტიკური განცხადება,რომლის ასლს თან ვურთავ:
Давид Квачадзе
26 июня в 19:42 · Тбилиси ·
დღეს ჩამოვედი ბაქოდან, დაღლილი და ნერვებ მოშლილი სამწუხაროდ ლიცენზია ვერ მოვიპოვეთ, დარწმუნებულივარ ჩვენი გულშემატკივრები და ახლობლებიც ძალიან განიცდიან ჩვენთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოვიპოვეთ გუნდი მთლიანობაში კარგად გამოვიდა, აგიხსნით რატომ გამოვიდნენ კარგად, სამი ბრძოლა უსვინდისო და კორუმპირებული მსაჯების დამსახურებით ათას პროცენტიანი ბრძოლები წაგვართვეს, ბევრი შეჯიბრი მაქვს ნანახი მაგრამ რაც ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე ხდებოდა მსგავსი არმინახავს, ოთარ ერანოსიანმა ჯერ ძალიან დიდი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოიჩინა რომ ბაქოში წამოვიდა მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია როგორია სასომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბრძოლით კი უბრალოდ ცემა .. განცხადების სრული ვერსია იხილეთ აქვე კომენტარებში: