13-6-2022 თეა წულუკიანმა ქართველ მოკრივეებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
CONTENT : საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო https://www.facebook.com/watch/?v=324... სერგო დავლიანიძის რუბრიკა - კრივი და ქართველი მოკრივეები. ქართული კრივის ახალი - სამართლიანი ისტორია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. 13 ივნისს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, მოადგილესთან, სოსო გიორგაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსთან, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა. თეა წულუკიანმა ქართველ მოკრივეებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული შედეგი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის. სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: ჩვენმა სპორტსმენებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონები სახილ ალახვერდოვი (48 კგ.), არტიუშ გომციანი (61 კგ.) და გიორგი ყუშიტაშვილი (87 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალს კი ლაშა გურული (67 კგ.) დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შესანიშნავად იასპარეზეს 22-წლამდელთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმაც. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 22-წლამდელთა ნაკრებმა კი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მინისტრის გადაწყვეტილება : თეა წულუკიანი - კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს, ვიდრე არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა, ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება #1TVSPORT 12:41, 17.06.2022 https://1tv.ge/news/tea-wulukiani-kri... კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს იქამდე, ვიდრე არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა, ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მოკრივეები, ეროვნული ნაკრები იმსახურებენ უკეთეს ხელმძღვანელობას. „საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს. ფედერაციას წელს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს დაახლოებით 800 ათასი ლარი და დანარჩენი თანხა, რაც არის დაახლოებით 400 ათას ლარამდე, შეიძლება, ცოტა მეტიც, ზუსტი ციფრები არ მაქვს, ამის ჩარიცხვა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა. ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი სერიოზული მიზეზები, ეს არ ხდება უმიზეზოდ. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მოკრივეების მწვრთნელებს, მოკრივეებს და მათ ოჯახებს, მშობლებს, ვინც ისინი ამ სპორტის სახეობაში ჩართეს და ხელს უწყობდნენ, რომ ჩვენ ისტორიული გამარჯვება მოგვეპოვებინა რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთხელ მივულოცო. მე მქონდა სიხარული, შევხვედროდი სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან და მართლაც ძალიან დიდი სიამაყე მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს ჩართულობით და ასევე მათი მწვრთნელების, მათივე შრომის შედეგად, მაგრამ ფედერაცია არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და ვთვლით, რომ მოკრივეები და ეროვნული ნაკრები, თვითონ ქართული კრივი იმსახურებს უკეთეს ხელმძღვანელობას და ვიდრე ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ფედერაციაში, დაფინანსება არის შეჩერებული. მიზეზებზე რა თქმა უნდა, შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვისზეც უნდა ვისაუბრო და რაზეც უნდა ვისაუბრო, კარგად მესმის, რომ მას ჰყავს მეგობრები, ოჯახი და არ მინდა, საჯაროდ ვთქვა, რა მიზეზიც არსებობს, მაგრამ შეიძლება, ამის დროც დადგეს სამწუხაროდ, ვნახოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ავტორი - თათია კუჭუხიძე
Sergo Davlianidze-ის სხვა ვიდეოები
1956 წ.9 მარტის მოვლენების მსხვერპლი, იოსებ სტალინ...
Boxing GEO Final 2019-7-04(54 kg) RED Saba Sinauri...
11:55
TBILISI 09-07-2021(48kg) BOXING Semifinals ORUJ A...
06:21
2021 წ. 25 მაისი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერ...
12:05
08-07-2021(52kg)BOXING DAVIT JAPARIDZE მეორე ბრძოლ...
07:49
7-05-21GEORGIAN BOXING(69kg)Championships.RED JAPA...
11:30
08-07-2021BOXING (57kg)Quarterfinals SABA EREMEISH...
12:00
08-07-2021(70kg) BOXING Quarterfinals GIORGI NATRO...
მსგავსი ვიდეოები
თეა წულუკიანმა ევროპის სახალხო პარტიას დასცხო
კვირაში ერთხელ • მიშა მშვილდაძესთან
კულტურის სხვადასხვა სფეროდან გათავისუფლებულები მინისტრ თეა წ...
Euronews Georgia
ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი თეა გოგოტიშვი...
Georgian National Gestalt Institute
ცხელი ძაღლი | სეზონი 2 სერია 6
TV IMEDI
გოგიტა გოძიაშვილი - ალადასტურო
Gogita Godziashvili
Gogita Godziashvili - გოგიტა გოძიაშვილი - ამ სიმღერას მხოლოდ...
Gogita Godziashvili
მოსამზადებელი ჯგუფი ☀️
Tamar aladashvili official
ახლო მომავალი 🤓
კატო