კომპანია „ალმას“ განცხადება
სარეკლამო კომპანია „ალმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას არ აქვს შეხება სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, თუ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ ყიდის/აქირავებს კონსტრუქციებზე არსებულ ფართს. კომპანიის განმარტებით, მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და განათავსეს იგი „ალმას“ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე. გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სრულიად ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. სიძულვილის ენის შემცველი ბანერების საკითხის შესწავლა მიმართვის საფუძველზე უკვე დაიწყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკო-ს პასუხი, - შეიცავს თუ არა ბანერების განთავსება დარღვევას, - 10 დღეში გახდება ცნობილი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატების განთავსებაზე შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომპანია „ალმას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამირან გამყრელიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის ქუჩებში განთავსებული ბანერები და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანი წითლიძე ქალაქის მერს კორუფციაში ადანაშაულებს,ირაკლი გოგო...
odishitv
„ომეგა ჯგუფის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო სიახლეები №1 (ბლოგი)
Ermile Nemsadze
"თეთრი ხიდი" ამ დრომდე დაუსრულებელია - newpress.ge
Business Media Georgia
კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster