კომპანია „ალმას“ განცხადება


სარეკლამო კომპანია „ალმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას არ აქვს შეხება სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, თუ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ ყიდის/აქირავებს კონსტრუქციებზე არსებულ ფართს.

კომპანიის განმარტებით, მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და განათავსეს იგი „ალმას“ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე. გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სრულიად ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან