თბილისის ქუჩებში განთავსებული ბანერები და შეფასებები
"ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ აუდიტის სამსახურში წერილი შეიტანა. ბესიკ დონაძის განცხადებით, მიხეილ გაბრიაძეს, რომელმაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ საქართველოს მასშტაბით სიძულვილის ბანერები განათავსა, 29 სექტემბრის მდგომარეობით, არც დეკლარაცია წარუდგენია აუდიტის სამსახურში და არც არაფულადი შემოწირულობა განუხორციელებია მმართველი გუნდისთვის. მისი თქმით, საკითხით აუიდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. პარალელურად, პარტია „ევროპული საქართველო“ გეგმავს სარეკლამო კომპანია „ალმას“ მიერ ქალაქში გასაკვრელად მათი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დამზადებული ბანერი წარუდგინოს. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სარეკლამო კომპანიის პასუხის შემდეგ გამოჩნდება იყო თუ არა ქალაქში გაკრული ბანერები პოლიტიკური შინაარსის. ბანერებთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ მტრობის გამაღვივებელი კამპანიის ხელშემწყობია. საკითხს უკვე გამოეხმაურნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკო-ში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარკირების პრობლემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წაიკითხე ქალაქი!
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის ქუჩებში ზომბი დაიარება - რა გეგმები აქვს Walking De...
Music Box
ცარიელი თბილისი / Empty Tbilisi
თბილისის ქუჩებში ფეხით მოსიარულე ადამიანი, ხშირ შემთხვევაში...
TV IMEDI
თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული გამოჩნდა
რადიო თავისუფლება
თბილისის ქუჩებში ახალგაზრდა რეპერი „ბუ“ გამოჩნდა
Music Box