შუქგამტარობის შემზღუდავი ყველა საშუალების გამოყენება იკრძალება
11/08/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
მანქანაში შუქგამტარობის შემზღუდავი ყველა საშუალების გამოყენება იკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშეა დამუქებული, მძღოლის 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს. გამოკითხვის შედეგად თელაველი მძღოლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დაბურული მინები უნდა იკრძალებოდეს, რადგან შუქგაუმტარი მინები საგზაო მოძრაობისას გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/HNvrbr
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/HNvrbr