კენკროვანი კულტურების პოტენციალი ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე

13.02.2018 36:19

გადაცემის სტუმრები: ხილკენკროვანი კულტურების განვითარების ასოციაციის დირექტორი - ნანა ფიფია, ამავე ასოციაციის ექსპერტი - ეკა მიქენაია. სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თენგიზ კალანდაძე (სატელეფონო ჩართვა).სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - ლევან დოლიძე (სატელეფონო ჩართვა). ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოვლინდა 9 სექტორი, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ. ამ ჩამონათვალში კენკროვანი კულტურები წამყვან ადგილებს იკავებენ. ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე კენკროვანი კულტურების პოტენციალზე და დარგის განვითარების გზებზე მოისმინეთ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის“. გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: