კენკროვანი კულტურების მხარდაჭერის პროგრამა - ახალი შესაძლებლობები ფერმერებისთვის

11.10.2018 33:48

კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად დაფინანსდება. სამიზნე რეგიონებს შორისაა სამეგრელო-ზემო სვანეთი, კერძოდ - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. რით დაეხმარება პროგრამა ფერმერებს, როგორია მისი პირობები და მიზნები, როგორია კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივა და საექსპორტო პოტენციალი, ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - გიორგი ქვარაია და ხილკენკროვანი კულტურების განვითარების ასოციაციის ექსპერტი - ეკა მიქენაია. გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო