სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია გრძელდება. 10 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებთან ერთად შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისათვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რაც შენობის კონსტრუქციულ გამაგრებას გულისხმობს. ხორციელდება საძირკვლის გამაგრება და შენობის ახალი სახურავის ქვეშ მოქცევა. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წლის დეკემბერში, ხოლო შენობის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თეატრალური უნივერსიტეტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
culturegovge culturegovge
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები
culturegovge culturegovge
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები
culturegovge culturegovge
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
culturegovge culturegovge
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
culturegovge culturegovge
მინისტრმა სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინ...
culturegovge culturegovge
სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster