სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაცია დასრულდა

20.07.2020 04:46

რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიამ პირვანდელი სახე აღიდგინა. თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, ასევე აკადემიის ფონდებსა და საცავებს. კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დანგრევის პირას იყო მისული. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობაც, თავის დროზე ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო