თეატრალური უნივერსიტეტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება. 6 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, დასასრულს უახლოვდება შენობის სადემონტაჟო სამუშაოები და იწყება ინტერიერის მოპირკეთება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, 2016-2017 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე. თეატრალური უნივერსიტეტის რეაბილიტაციასთან ერთად, აქტიურ ფაზაშია შესული სამხატვრო აკადემიის შენობების რეაბილიტაციის პროცესიც. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე ხორციელდება 8 მასშტაბური პროექტი, დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები
culturegovge culturegovge
„49-ე აუდიტორია“ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში „პერსონა“
TV IMEDI
თემურ ჩხეიძე ფილმში „ძიების პროცესი“
თეატრალური უნივერსიტეტის ფოლკლორის მიმართულების ქალ-ვაჟთა ან...
TAFU EDU
თეატრალური უნივერსიტეტის ვარსკვლავური ჯგუფი ნიკოლოზ წულუკიძი...
TV IMEDI
თეატრალური უნივერსიტეტის ლოტბარების 1-2-3 კურსი | 2015
AraGviani
თეატრალური უნივერსიტეტის ფოლკლორის მიმართულების ქალ-ვაჟთა ან...
TAFU EDU
ქართველი რეჟისორების ლექციები შექსპირზე
TV IMEDI