მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება. 21 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებთან ერთად შენობის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის მიმდინარეობს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები, ასევე იწყება სამუშაოები ელექტრო-სამონტაჟო სისტემის, გათბობა-კონდიცირებისა და შიდა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის სისტემების მოსაწესრიგებლად. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს შპს ‘’ხურო’’ ახორციელებს. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სრული რეაბილიტაცია 2016 წლის მაისის პირველი რიცხვებისთვის დასრულდება. თეატრალური უნივერსიტეტის რეაბილიტაციასთან ერთად, აქტიურ ფაზაშია შესული სამხატვრო აკადემიის შენობების რეაბილიტაციის პროცესიც. ამ ეტაპზე ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვა დაწესებულების ავარიული შენობების რეაბილიტაციაც. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
culturegovge culturegovge
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
culturegovge culturegovge
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები
culturegovge culturegovge
თეატრალური უნივერსიტეტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
culturegovge culturegovge
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეტროს მოძველებული ინფრასტრუქტურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია
culturegovge culturegovge