ევროკავშირის ახალი ლიდერები


ხანგრძლივი კონსულტაციების, დებატების და რამდენიმე კანდიდატურის დაბლოკვის შემდეგ ევროპული ინსტიტუტების ახალი ლიდერების ვინაობა გარკვეულია.

ევროკომისიის პრეზიდენტად ყველასთვის მოულოდნელად გერმანიის თავდაცვის მინისტრი წარადგინეს. ქალი ჩაიბარებს ევროპის ცენტრალურ ბანკსაც. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი იქნება.

ცნობილია ევროპული საბჭოში დონალდ ტუსკის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ფედერიკა მოგერინის შემცვლელების ვინაობაც.

დღის ბოლოს ევროპარლამენტის წევრებმა ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ევროკავშირის ახალი პოლიტიკური ლიდერები თანამდებობებზე სწორედ ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, რადგან შერჩეული კანდიდატურები ყველა პოლიტიკური ძალისთვის მისაღები არ არის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან