ირაკლი ღარიბაშვილი პრაღის სამიტზე
ჩეხეთის დედაქალაქი ევროპელი ლიდერების შეკრების ადგილია. პრაღაში იმყოფება საქართველოს პრემიერიც. ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება დღეს ლიდერების პირველ შეხვედრას მართავს. პრაღის სასახლეში მიმდინარე დისკუსიების მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება, უკრაინაში მიმდინარე ომი და ის გამოწვევებია, რომელთა წინაშე ევროპა თებერვლის შემდეგ აღმოჩნდა. ბუნებრივია, განიხილება იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივაც, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. იმ ფონზე, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ევროკომისიის 12 პუნქტი აქვს შესასრულებელი, ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. ამ კონტექსტში დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირებისგან არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაისმა. ჩეხეთში ჩასულ ლიდერებს დღეს რამდენჯერმე მოუხდათ იმის ხაზგასმა, რომ ევროკავშირის ახალი პლატფორმა გაფართოების პროცესის შემცვლელი არ არის. „მოამბე“ პრაღაშია, სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, როგორ მიმდინარეობს სამიტის პირველი დღე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღის სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღის სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გადაცემაში „იმედი...
TV IMEDI
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღის სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკური პორტალი
ირაკლი ღარიბაშვილი
cnews agency