ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა პრაღაში
44 ქვეყნის ლიდერები საერთო გამოწვევის პირისპირ - პრაღაში ევროკავშირის ახალი პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ლიდერების არაფორმალური შეხვედრით გრძელდება. დღის წესრიგშია ორი მთავარი თემა: როგორ უნდა მიიღოს ევროპისგან ომში მყოფმა უკრაინამ უფრო მეტი მხარდაჭერა და როგორ უნდა გადაიჭრას საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მწვავე ენერგოკრიზისი. მოახლოებული ზამთრის სეზონის წინ ევროკავშირს მოკლევადიანი გეგმა მზად აქვს და მას ახლა წევრ ქვეყნებს აცნობს. რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების და ენერგორესურსების მიწოდების მკვეთრი შემცირების ფონზე ევროპელ ლიდერებს გამოსავალი და უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯები სხვადასხვანაირად ესახებათ, თუმცა იმედი აქვთ, რომ კომპრომისულ გეგმაზე შეთანხმებას მოახერხებენ. უკვე ცნობილია, რომ ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების მომდევნო შეკრებას მოლდოვის დედაქალაქი უმასპინძლებს. „მოამბე“ პრაღიდან, - სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა პრაღაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღის სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის ე...
Ajara TV
ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის ე...
Ajara TV
ნატოს საგანგებო სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster