საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები კიევში
გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი უკრაინაში იმყოფებიან. ლიდერები ირპენს სტუმრობენ. მოინახულეს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული დასახლება, ნახეს ადგილზე არსებული ვითარება. ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, მათ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილი ჩაიტანეს. მოგვიანებით, ისინი გაემგზავრებიან კიევშიც, სადაც დაგეგმილია ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. როგორც „ბიბისი“ წერს, ირპენში ომის პერიოდში 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი, შესაძლო ომის დანაშაულის ფაქტების დასადგენად. კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. შესაბამის ვიდეოს ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. ამ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, რუმინეთის პრეზიდენტი საპორტო ქალაქ კონსტანცაში ემანუელ მაკრონს შეხვდა. ორმხრივი პრესკონფერენციის დროს, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის ქვეყნების ლიდერები კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში და ევროპელი ლიდერების ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დიდი შვიდეულის“ სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დიდი შვიდეულის“ სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯო ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება „დიდი ოცეულის“ სამიტისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster