მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის ბოლომდე ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა მიიღონ
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ეკატერინე გრიგალავამ რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუაც ესწრებოდა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“. აღნიშნული გეგმების შესადგენად მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
მეცხრე არხი ახალციხე
ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილე...
Radio Atinati
არჩევნები ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიცი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქტები სამცხე-ჯავახეთში
Transparency International Georgia
ზუგდიდის გამგეობაში საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშს უპა...
Radio Atinati