ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - დაპირისპირება ფოიეშიც გაგრძელდა
ხმაური აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება ნეპოტიზმის თემას მოყვა. ურთიერთ ბრალდებები უმაღლესი საბჭოს ფოიეში გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ აჭარაში თანამდებობის პირები ნათესაური კავშირებით არიან დასაქმებულები. თავის მხრივ, "ქართული ოცნება" ლევან ვარშალომიძის მმართველობის პერიოდს იხსენებს. "„ქართული ოცნება" გააღიზიანა იმ ფაქტმა, რაზეც ჩვენ და ნებისმიერი მოქალაქე საუბრობს კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ წევრები ერთ-ერთ ჩემს კოლეგას დაუპირისპირდნენ, რომ თითქოს ვარშალომიძის ნათესაობით ვართ უმაღლეს საბჭოში. მოგვიანებით ბაციკაძემ გაასწორა და თქვა, რომ თურმე ვარშალომიძემ ჩემ გარდა სხვა ყველა შეარჩია ნათესაობით“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, გამოიჩინონ პრინციპულობა, რათა არ მოხდეს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. მრჩეველთა საბჭოს წევრების კი თხოვენ მათი მომავალი გეგმების შესახებ განცხადება გააკეთონ, აპირებენ თუ არა ისინი ვადის ამოწურვის შემდეგ აჭარის ტელევიზიაში მუშაობას. „ცდილობენ, რომ მათთვის სასურველი კადრი დანიშნონ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დირექტორის გადაყენების შემდეგ სასურველი კანდიდატის დანიშვნის შემთხვევაში შეთავაზება მიიღეს აჭარის ტელევიზიაში, მრჩეველთა საბჭოს ზოგიერთ წევრს შესთავაზეს გარკვეული თანამდებობები. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მრჩეველთა საბჭოს თითოეულმა წევრმა გააკეთოს განცხადება ვადის ამოწურვის შემდგომ ან მანამდე, გეგმავენ თუ არა რომელიმე თანამდებობის დაკავებას ტელევიზიაში“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს ბრალდებების დასაბუთებისკენმოუწოდებს. „მუდმივად მესმოდა, რომ შერჩეულია პიროვნება, რომელიც შეიძლება იყოს დირექტორი და მან საერთოდ ვერ აიღო ხმა. არ ჯდება ლოგიკაში. ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ლოგიკური დასაბუთება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. #ელგუჯაბაგრატიონი
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიჟვაძის ანგარიში - ხმაურიანი განხილვა აჭარის უმაღლეს საბჭოშ...
Formula News
დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმში მომხდარი დაპირისპირება ხმაური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება უმაღლეს საბჭოში
აჭარა ენმ / Adjara unm
ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster