დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაური იყო. ერთმანეთს მოქმედი საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე დაუპირისპირდნენ. ლევან ანთაძის განცხადებით, რაულ თავართქილაძის მეუღლეს 22 ნოემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ იგი თვითიზოლაციას ექვემდებარება და სხდომას არ უნდა დაესწროს. „იგი თვითიზოლაციას ექვემდებარება, თუმცა გუშინ მივიდა ბიუროს სხდომაზე. ამიტომ, თვითიზოლაციას ექვემდებარება დღეს ბიუროს ყველა წევრი და ისინი სხდომას არ უნდა დაესწრონ“, – განაცხადა ლევან ანთაძემ. რაულ თავართქილაძე კი ამტკიცებს, რომ კოვიდინფიცირებულ მეუღლესთან კონტაქტი არ ჰქონია. „ვიდრე დაუდასტურდებოდა, იგი ხუთი დღე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მე შეხება არ მქონია“, – ამტკიცებს რაულ თავართქილაძე. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიჟვაძის ანგარიში - ხმაურიანი განხილვა აჭარის უმაღლეს საბჭოშ...
Formula News
ფორმულა 20:00 საათზე — 30 ნოემბერი
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - დაპირისპირება ფოიეშიც გაგრძე...
აჭარა ენმ / Adjara unm
დაპირისპირება უმაღლეს საბჭოში
აჭარა ენმ / Adjara unm
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმში მომხდარი დაპირისპირება ხმაური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster