დაპირისპირება უმაღლეს საბჭოში
პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ტიტე აროშიძე და ლევან ანთაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება. ''ნეხვით სავსე ურნებით უნდა დაგხვედროდათ მოსახლეობა, არ იყავით უმაღლეს საბჭოში შემოსაშვები'' - უთხრა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ტიტე აროშიძემ, მედეა ვასაძეს. მოგვაინებით კი დასძინა, რომ პარტია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აკრძალვის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. მედეა ვასაძემ უმრავლესობის დეპუტატი გიორგი მანველიძე პარტიული აქტივის მობილიზებასა და სოციალურ ქსელში თავდასხმაში დაადანაშაულა. "გადავხედე იმ კომენტარებს რა კომენტარებიც იყო, იქ გასაკვირი არაფერია, ეს ის ადამიანებია, ვინც 2012 წლიდან მოდის და დაგიწერეს, ის რასაც ფიქრობდნენ. აქ რომ მე ჩავერიე ან ვინმეს დავალება მივეცი ამაზე ახსნა-განმარტებას არც გავაკეთებ" - განაცხადა გიორგი მანველიძემ მედეა ვასაძის საპასუხოდ. აღნიშნული განცხადების გამო გიორგი კირთაძემ "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელი სიძულვილის ენის წახალისებასა და მოწოდებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ირაკლი ჭეიშვილმა და მედეა ვასაძემ ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპასუხოდ მედეა ვასაძე შანტაჟში დაადანაშაულეს. "საქმე არ გქონდათ მეტი, ბიძინა ივანიშვილთან მიდიოდით მარტო ხაბაძე-ჭეიშვილი-ბალაძეზე ლაპარაკობდით, ვითომ სხვა პრობლემა არ იყო აჭარაში"- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა. აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. მანამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტში წარსადგენ საკითხებს უყარეს კენჭი. #ლევან_ანთაძე #გიორგი_კირთაძე
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება უმაღლეს საბჭოში
Ajara TV
თითით ელაპარაკე კალაძეს და ივანიშვილს - დაპირისპირება უმაღლე...
აჭარა ენმ / Adjara unm
სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში
TV IMEDI