ფოტოგრაფი ქალები
არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული. მათი უმეტესობა ფოტოებს თავადაც იღებს, თუმცა ბევრი მათგანი პროფესიად ფოტოგრაფიას იშვიათად ირჩევს. ეკატერინე მამამთავრიშვილი თავისი ასაკის ფოტოგრაფებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია. ფოტოების გადაღება სტუდენტობისას დაიწყო. ყველა ჟანრში მუშაობს, თუმცა ცნობილი მაინც, ე.წ. გლამურული ფოტოებით გახდა. ეკატერინე ამბობს, რომ იყო ფოტოგრაფი ქალი - მუშაობის პროცესში ხელშეწყობას ნიშნავს. სქესი მოდელებთან თანამშრომლობაშიც ეხმარება და რეპორტაჟების გადაღების პროცესშიც. ეკატერინე ფოტოკონკურს „ქოლგაზე" 2011 წლიდან მონაწილეობს. მისი ფოტოები აქ ყოველთვის ხვდება. ფოტოგრაფები ერთ-ერთ რთულ საქმიანობად ფოტორეპორტიორობას მიიჩნევენ. თიკო წიწვიძე უკვე ერთი წელია, ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორად მუშაობს. ფოტოგრაფიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ფოტოების გადაღება აქტიურად, ხუთი წლის წინ დაიწყო. თიკოს თქმით, სქესი, გადაღებების დროს, ზოგჯერ ხელს უშლის, ზოგჯერ - ეხმარება. სქესთა ბალანსი ფოტოგრაფიაში, მეტ-ნაკლებად დაცულია. აღსანიშნავია, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ქალ ფოტოგრაფთა პირველი გამოფენა გააკეთა. მაშინდელთან შედარებით, დღეს მათი რიცხვი იზრდება და ახალი სახეებიც ჩნდება. პროფესიონალები ამბობენ, რომ ფოტოგრაფიაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს კარგი ფოტოგრაფობისათვის, აუცილებელია, ხედვა, რომელიც კადრს სიღრმეს და ემოციას ანიჭებს. .@vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
28 05 13 ფოტოგრაფი ქალები
WIC ORG
ლელი ბლაგონრავოვა − როცა ფოტოგრაფიამ იპოვა ობიექტი
Business Media Georgia
„შენ და შენი ქალღმერთი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#BMGDRIVE - როგორ ვაქციოთ ფოტოგრაფია ბიზნესად - ბექა ბაციკაძ...
Business Media Georgia
ნათელა გრიგალაშვილის ნამდვილი ფოტოგრაფია - #საქმიანები მანან...
Business Media Georgia
ნდობის აღდგენა და მშვიდობის მშენებლობა - თრეილერი
Studio Re - სტუდია რე
დანიელა ზალცმანი და ქალების ფოტოგრაფია - ხათუნა ხაბულიანის პ...
ფემინსტრიმი/Feminstream
„ ჩემთვის ფოტოგრაფია ადამიანების, მათი გრძნობებისა და ემოციე...
Business Media Georgia