„ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმა და გზავნილები
30-ვე ოლქში მმართველი პარტიის დელეგატების ვინაობა ცნობილია. რეგიონების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რვა წარმომადგენელი თბილისში დაასახელა. ჩამონათვალში არიან ახალი სახეები, მოქმედი დეპუტატები და საკრებულოს წევრები. დელეგატებს შორის მოხვდნენ ცნობილი სპორტსმენებიც. პროპორციულ სიაში შეყვანილი დელეგატები კონკრეტულ ოლქებში საარჩევნო კამპანიას წარმართავენ და მომავალში პარლამენტში მითითებული ოლქების წარმომადგენლები იქნებიან. საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რისი საშუალებითაც ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის არ არსებობის პირობებში დელეგატების წარდგენის საშუალება მიეცა, კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზით მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ცდილობს. დელეგატების წარდგენას ოპოზიციური ძალები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. 2024 წლის ოქტომბერში, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება და ყველა დეპუტატი ერთიანი პარტიული სიიდან აირჩევა, თუმცა მარტში მმართველი გუნდის მხრიდან რეგიონების მოსახლეობასთან ბმის შენარჩუნების არგუმენტით ინიცირებულმა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დამტკიცებულმა ცვლილებებმა მოცემულობა გარკვეულწილად შეცვალა - პარტიას შეუძლია, რომ პარტიულ სიაში დეპუტატობის კანდიდატი კონკრეტული საარჩევნო ოლქის მცხოვრებთა დელეგატად განსაზღვროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია - შეფასებე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ვაშაძის შეთავაზება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოლიგარქის საარჩევნო გეგმა — რას ფიქრობენ საპატრიარქოში?
Formula News
ბექა დავითულიანის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში
MULTIMEDIA GE
ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster