ბექა დავითულიანის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში
"ქართული ოცნება - დემოკრატიულის საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადება "უკანასკნელი დღეების მანძილზე, “ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან, არაერთი განცხადება ვიხილეთ, რომლითაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ. თუმცა, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება. გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიიტაცება, მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იგივეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოველად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას. მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 - სპეციალური გამოშვება - II ნ...
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ბექა დავითულიანთან - როგორია მმართველი გუნდის მოლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ბექა დავითულიანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ბექა დავითულიანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი გადაცემაში "პირისპი...
TV IMEDI
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი "დღის ქრონიკაში"
TV IMEDI
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი გა...
TV IMEDI