სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმები
პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისთვის გაჟღერებული კიდევ ერთი გზავნილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება და მაქსიმალური მობილიზაციაა. სახელმწიფოს მეთაურის აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის მოწინააღმდეგეთა მთელი ძალისხმევა და ენერგია ახლა სწორედ საარჩევნო ყუთებისკენ და ხმების დაცვისკენ უნდა იყოს მომართული. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზების პირობას დებს. ამ გზავნილების და რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსებისთვის შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ გათვალისწინებით, პრეზიდენტს ოპოზიციური ერთობის სათავეში მოიაზრებენ. თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ახლა იმ ქარტიის ხელმოსაწერად ემზადება, რომელიც არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დროებითი მთავრობის შექმნას, კონკრეტული რეფორმების გატარებას და რამდენიმე თვეში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. სახელმწიფოს მეთაურის მოწოდებები წინასწარ მომზადებულ და გარე ძალებისგან მხარდაჭერილ სცენარად და რევოლუციურ გეგმად განიხილება მმართველ გუნდში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 2 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 8 თებერვალი, 2024 #L...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 თებერვალი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილი პარტიებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster