შოთა რეხვიაშვილი მრავალშვილიან ოჯახებს სტუმრობდა
12/27/2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, რუსთავში მცხოვრებ, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
,,გულითადად ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, სრულიად საქართველოს და ქვემო ქართლის მოსახლეობას. დღეს, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვსტუმრობდი და მქონდა შესაძლებლობა დამდეგი დღესასწაულები პირადად მიმელოცა მათთვის. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო სიკეთე, ხვავი, ბარაქა და დღეგრძელობა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა, რომ 2019 წელი იყოს გაცილებით შედეგიანი და წარმატებული“-აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავში 10 ოჯახში იმყოფებოდა.
#ქვემოქართლისრეგიონი2018
#რუსთავი2018
#სახელმწიფორწმუნებული2018
#შოთარეხვიაშვილი2018